წვდომის მენიუ

მაისი 06, 2016 12:55

კომისიამ შპს „ჩვენი რადიო“ კომერციული რეკლამის წესების დარღვევის გამო წერილობით გააფრთხილა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს “ჩვენი რადიო“ კომერციული რეკლამის წესების დარღვევის გამო წერილობით გააფრთხილა.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელებული  მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ შპს “ჩვენი რადიოს“ ეთერში განთავსებულ „პე ეს პე“-ს სასპონსორო რუბრიკაში  ადგილი ჰქონდა საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისკენ პირდაპირ მოწოდებას, რაც სპონსორზე მითითების, კომერციული რეკლამისა და პროდუქტის განთავსების წესების დარღვევაა.  

„მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონების თანახმად, პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისას, აკრძალულია  პროდუქტის შეძენისაკენ პირდაპირი მოწოდება  და პროდუქტისათვის გადაჭარბებული მნიშვნელობის მინიჭება.

გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები