სექტემბერი 02, 2015 16:07

კომისიამ შპს ,,CTV ჯორჯია“, შპს „ალიონი-ს“ და შპს ,,სუფსა ტექნოკომი“ წერილობით გააფრთხილა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს ,,CTV ჯორჯია“, შპს „ალიონი-ს“ და შპს ,,სუფსა ტექნოკომი“  წერილობით გააფრთხილა.

სამივე კომპანიას კომისიამ რეგულირების საფასურის გაანგარიშების და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების წარმოუდგენლობის გამო დააკისრა სანქცია. კომპანიებს  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესასრულებლად ათი სამუშაო დღის ვადა განესაზღვრათ.

სამივე გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია, შეგიძლიათ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები