წვდომის მენიუ

დეკემბერი 19, 2016 16:40

კომისიამ შპს „დელტა კომმისა“ და შპს „დელტა-ნეტის“, ასევე შპს „დელტა კომმისა“ და შპს „ა-ნეტის“ შერწყმაზე წინასწარი თანხმობა გასცა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ერთობლივი განცხადებით შპს „დელტა კომმა“ და შპს „დელტა-ნეტმა“, ასევე შპს „დელტა კომმა“ და შპს „ა-ნეტმა“ მიმართეს. კომპანიებმა შპს „დელტა კომმისა“ და შპს „დელტა-ნეტის“, ასევე  შპს „დელტა კომმისა“ და შპს „ა-ნეტის“ შერწყმაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობა მოითხოვეს. აღნიშნული მოთხოვნის საფუძველზე კომისიამ წარმოება დაიწყო და დაადგინა, რომ შპს „დელტა კომმისა“ და შპს „დელტა-ნეტის“, ასევე  შპს „დელტა კომმისა“ და შპს „ა-ნეტის“ შერწყმა რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე ვერ მოახდენს. კომისიამ კომპანიებისთვის წინასწარი თანხმობის მიცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები