ნოემბერი 21, 2014 19:12

კომისიამ შპს „ჯეოსელის“ კომერციული რეკლამის შესწავლა დაიწყო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „ჯეოსელის“ კომერციული რეკლამის შესწავლა დაიწყო.

წამყვანი მაუწყებლების ეთერში სულ რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა მობილური ოპერატორის „ჯეოსელის“ სარეკლამო რგოლი, რომელშიც რამდენიმე ტელეკომპანიის საინფორმაციო და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების წამყვანები იღებენ მონაწილეობას. მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, საინფორმაციო და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების წამყვანების მონაწილეობა კომერციულ რეკლამაში აკრძალულია.

კომისია აღნიშნულ სარეკლამო რგოლთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას გამოითხოვს, როგორც შპს „ჯეოსელისგან“ ასევე, ტელეკომპანიებისგან და საკითხის შესწავლის შემდეგ დაიწყებს შესაბამის ადმინისტრაციულ წარმოებას.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები