წვდომის მენიუ

მარტი 29, 2016 15:57

კომისიამ შპს „გორდა“ და შპს ,,IVERIA SAT ივერია სატი“ წერილობით გააფრთხილა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „გორდა“ და შპს ,,IVERIA SAT  ივერია სატი“ კომისიაში ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო  წერილობით გააფრთხილა.

2015 წლის 17 ივნისს ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, ტელემაუწყებლობა ავტორიზებადი საქმიანობა გახდა. ყველა ტელეკომპანიის სამაუწყებლო ლიცენზია ავტომატურად გაუქმდა და კომისიამ აღნიშნული კომპანიების კომისიის უწყებრივ რეესრტში ხელახალი რეგისტრაციის (ავტორიზების) პროცესი დაიწყო. ამავე ცვლილებების შესაბამისად, კანონმა მაუწყებლების მხრიდან სამაუწყებლო ენის/ენების,  გავრცელების ტექნოლოგიის და სავარაუდო გეოგრაფიული არეალის შესახებ, საქმიანობის დაფინანსების გეგმის და დაფინანსების წყაროების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენის და  ქონებრივი დეკლარაციის შევსების აუცილებლობა გამოიწვია.

კომისიამ შპს „გორდას“ და შპს ,,IVERIA SAT  ივერია სატს“ არაერთი წერილობითი მოთხოვნა გაუგზავნა ზემოთხსენებული ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენის მიზნით, თუმცა კომპანიამ კომისიის წერილები რეაგირების გარეშე დატოვა, რის გამოც კომისიამ საჯარო სხდომაზე იმსჯელა და გადაწყვიტა კომპანიებია წერილობით გაფრთხილება.  კომისიამ შპს „გორდას“ და შპს ,,IVERIA SAT  ივერია სატს“ მოთხოვნილი ინფორმაციის დაუყოვნებლივ წარმოდგენა მოსთხოვა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები