სექტემბერი 14, 2015 16:18

კომისიამ შპს „GS GROUP“ წერილობით გააფრთხილა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „GS GROUP“ წერილობით გააფრთხილა.

შპს „GS GROUP“ კომისიამ რეგულირების საფასურის გაანგარიშების და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების წარმოუდგენლობის  გამო დააკისრა სანქცია. კომპანიას „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესასრულებლად ათი სამუშაო დღის ვადა განესაზღვრათ.

გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია, შეგიძლიათ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები