წვდომის მენიუ

თებერვალი 01, 2016 14:34

კომისიამ შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგია“ წერილობით გააფრთხილა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგია“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის #355 დადგენილების (საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ) დარღვევის გამო წერილობით გააფრთხილა. აღნიშნული წარმოება კომისიამ შპს „მაგთიკომის“ განცხადების საფუძველზე დაიწყო.

შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ მიერ საერთაშორისო სატელეფონო მომსახურების განხორციელების პროცესში არ ფიქსირდება ზარის წამოწყების მსურველი აბონენტის ნომერი (ე.წ „ა“ ნომერი), რაც საქართველოს კანონმდებლობის დარღვევაა, რადგან საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის #355 დადგენილების (საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ) მე-13 მუხლის, პირველი პუნქტის თანახმად, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების გაწევის პროცესში აბონენტის საერთაშორისო ნომრის გამჭვირვალედ გადაცემა უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

საკითხის არსებითი განხილვის შემდეგ, კომისიამ ნაწილობრივ დაკმაყოფილა შპს „მაგთიკომის“ განცხადება შპს ,,გ.ს.ი ტექნოლოგიასთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე თანხმობის მიცემის შესახებ; კომისიამ მიიჩნია, რომ შპს ,,გ.ს.ი ტექნოლოგიის“ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში აღწერილი სქემით ზარის ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელში დასრულება წარმოადგენს საერთაშორისო ზარის დასრულებას;  შპს ,,მაგთიკომმა“ მის ქსელში მხოლოდ სრულად იდენტიფიცირებული „A“ ტელეფონის ნომრით განხორციელებული ზარების დაშვება უნდა უზრუნველყოს. ამავე გადაწყვეტილებით, კომპანიებს შორის ანგარიშსწორება საერთაშორისო ზარებზე 2015 წელს მოქმედი ტარიფით უნდა განხორციელდეს.

აღწერილი გარემოებების გამო და ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტების გათვალისწინებით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგია“ წერილობით გააფრთხილა. კომისიის გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები