წვდომის მენიუ

დეკემბერი 01, 2017 11:53

კომისიამ შპს „iConnect” 3000 ლარით დააჯარიმა

შპს „iConnect” ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირია, რომლის ძირითად საქმიანობას ინტერნეტ მომსახურება წარმოადგენს. შპს „iConnect“, როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია ყოველთვიურად კომისიაში რეგულირების საფასურის გაანგარიშებების ფორმები და მათ შესაბამისად განხორციელებული ჩარიცხვები წარმოადგინოს.
კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი ყოველწლიური რეგულირების საფასურის გაანგარიშებების შესაბამისად, შპს „iConnect“-ს კომისიის წინაშე 1,268,91 ლარის დავალიანება ერიცხება. გამომდინარე იქიდან, რომ რეგულირების საფასურის დავალიანების გადაუხდელობის გამო კომისიამ კომპანია მიმდინარე წლის აგვისტოში წერილობით უკვე გააფრთხილა, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის დადგენილების განმეორებით დარღვევის გამო, კომისიამ შპს „iConnect“-ს 3000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები