წვდომის მენიუ

აპრილი 22, 2016 15:43

კომისიამ შპს ,,იმერ TV” საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევის გამო სამი ათასი ლარით დააჯარიმა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს ,,იმერ TV” საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევის გამო სამი ათასი ლარით დააჯარიმა.

მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი შპს ,,იმერ TV” შესაბამისი ნებართვისა ლიცენზიის გარეშე გადასცემდა შემდეგ სამაუწყებლო არხებს:  „იმედი“, „ერთსულოვნება“, „მარაო“, „TV პირველი“, „სილქ-უნივერსალი“,“Nick”, “ORT”, “НТВ”, „РТР планета“, “REH TV”, “Телеканал Ю” „ТНТ 4“, „TV 3“, „Индия“, „RU TV“, „Music Box“,  „Ftv“, „TV 1000 megahit“, „TV 1000“, „A премиум“, „Премьера“, „Киноклуб“, „Футбол 1“, „Футбол 2“, „Футбол 3“, “Setanta sport”, “Setanta sport+”, „Боец“,  „Chace et Peche“, „National Geographic“, “Nat Geo Wilde“, „Discovery science“.

საკითხის საჯარო სხდომაზე განხილვის შემდეგ კომისიამ მიიჩნია, რომ შპს ,,იმერ TV”-მ დაარღვია „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენცია,  „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულება, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  და  „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონები.

გადაწყვეტილების ვრცელის ვერსია იხილეთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები