ოქტომბერი 23, 2015 15:35

კომისიამ შპს „ინფოტელეკომი“ წერილობით გააფრთხილა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „ინფოტელეკომი“ წერილობით გააფრთხილა.

შპს „ინფოტელეკომს“  კომისიამ რეგულირების საფასურის გაანგარიშების და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების წარმოუდგენლობის  გამო დააკისრა სანქცია. ასევე, კომპანიამ კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე გაასხვისა წილი და დირექტორის ცვლილების შესახებ ინფორმაცია კანონით განსაზღვრულ ვადაში არ წარმოუდგინა კომისიას. კომპანიას „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესასრულებლად ათი სამუშაო დღის ვადა განესაზღვრა.

გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია შეგიძლიათ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები