წვდომის მენიუ

თებერვალი 29, 2016 12:45

კომისიამ შპს „ივერია ქსელები“ წერილობით გააფრთხილა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „ივერია ქსელები“ კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე წილის გასხვისების გამო წერილობით გააფრთხილა.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად,  სატელეკომუნიკაციო სფეროში ავტორიზებული პირი 5% მეტი წილის გასხვისების შემთხვევაში ვალდებულია  კომისიას წინასწარი თანხმობის მიღების მიზნით მიმართოს. კომისია თითოეული ტრანზაქციის დროს სწავლობს განსახორციელებელი ცვლილების შესაძლო გავლენას ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები