წვდომის მენიუ

დეკემბერი 09, 2016 12:34

კომისიამ შპს „ივერია ქსელს“ შპს „ახალი ქსელების“ სასარგებლოდ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება გაუუქმა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ერთობლივი განცხადებით შპს „ივერია ქსელმა” და შპს „ახალმა ქსელებმა“ მიმართეს. განცხადების თანახმად, კომპანიებმა შპს „ივერია ქსელის” სარგებლობაში არსებული  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის N107 ლიცენზიით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსის სარგებლობის უფლების  შპს „ახალი ქსელების” სასარგებლოდ დათმობის შესახებ თანხმობა მოითხოვეს. შპს „ივერია ქსელი” ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ქ. ზუგდიდში  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებას № N107 ლიცენზიის მოქმედების ვადით 2017 წლის 12 ოქტომბრამდე 6116 სააბონენტო ნომერზე  (25XXXX) ფლობს, ხოლო  შპს „ახალი ქსელები“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემას მხოლოდ 1000 ნომრიან ბლოკზე (25 6000-25 6999) ითხოვს.

კომისიამ შეისწავლა კომპანიების  მიერ წარმოდგენილი განცხადება და აღნიშნა, რომ მოთხოვნა თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად აკმაყოფილებს  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და  შპს  „ივერია ქსელის”  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  N107 ლიცენზიით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება ძალადაკარგულად ცნო, ხოლო შპს „ახალ ქსელებს“ ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის ნუმერაციის რესურსის (256XXX) ნებართვა 1000 ნომერზე მისცა .

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები