წვდომის მენიუ

ოქტომბერი 05, 2016 13:07

კომისიამ შპს „მაგთიკომის“ და შპს „დელტა კომმის“ ერთობლივი განცხადების საფუძველზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ, შპს „მაგთიკომის“ მიერ შპს „დელტა კომის“ 100% წილის შეძენის განზრახვაზე წინასწარი თანხმობის მიცემის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში კომისია შპს „მაგთიკომის“ მიერ შპს „დელტა კომის“ 100% წილის შეძენის შემთხვევაში  ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის შეისწავლის.  შპს „დელტა კომი“ ადგილობრივი დაშვების ფიქსირებული და მაგისტარლური ქსელების მფლობელი ინტერნეტპროვაიდერია. კომპანიას ინფრასტრუქტურა შემდეგ გეოგრაფიულ ერთეულებში გააჩნია: თბილისი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი და შიდა ქართლი.

 

საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მიმდინარე წლის 4 ნოემბერს 15:00 საათზე გაიმართება. სხდომა საჯაროა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები