აგვისტო 31, 2015 16:31

კომისიამ შპს „მაგთიკომის“ მიერ შპს „კავკასუს ონლაინის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივების შეძენის განაცხადის თობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისია შპს „მაგთიკომის“ მიერ შპს „კავკასუს ონლაინის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივების შეძენის განაცხადის თობაზე წინასწარი თანხმობის მიცემის შესახებ საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. საქმე ეხება შპს „კავკასუს ონლაინის“ ყველა იმ აქტივს, რომელსაც კომპანია საკუთარი აბონენტებისთვის  მაუწყებლობის ტრანზიტის (IPTV), ციფრული სატელეფონო (VOIP) და ინტერნეტის საცალო მომსახურების   მისაწოდებლად იყენებს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისთვის განისაზღვრა სამთვიანი ვადა. კომისია შპს „მაგთიკომის“  მიერ შპს „კავკასუს ონლაინის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივების შეძენის შემთხვევაში ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენას შეისწავლის.

საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომა 2015 წლის 5 ნოემბერს 16:00 საათზე გაიმართება.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები