ნოემბერი 16, 2015 11:02

კომისიამ შპს „მაგთიკომის“ მიერ შპს „კავკასუს ონლაინის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივების შეძენის განაცხადის თობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ზეპირი მოსმენის სხდომა გამართა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისია შპს „მაგთიკომის“ მიერ შპს „კავკასუს ონლაინის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივების შეძენის განაცხადის თობაზე წინასწარი თანხმობის მიცემის შესახებ მიმდინარე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ზეპირი მოსმენის სხდომა გამართა.

შპს „მაგთიკომს“ შპს „კავკასუს ონლაინის“ ყველა იმ აქტივის შეძენის სურტვილი აქვს, რომელსაც კომპანია საკუთარი აბონენტებისთვის  მაუწყებლობის ტრანზიტის (IPTV), ციფრული სატელეფონო (VOIP) და ინტერნეტის საცალო მომსახურების   მისაწოდებლად იყენებს.

სხდომაზე, კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტმა შპს „მაგთიკომის“  მიერ შპს „კავკასუს ონლაინის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივების შეძენის შემთხვევაში ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენა შეისწავლა და დასკვნა წარმოადგინა, რომლის თანახმადაც, დეპარტამენტის აზრით, აღნიშნული ტრანზაქციის განხორციელება არ იქონიებს გავლენას ბაზრის შესაბამისი სეგმენტების კონკურენციაზე.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია გადაწყვეტილებას, 2015 წლის 19 ნოემბერს, 15:00 საათზე ჩანიშნულ, არსებითი განხილვის სხდომაზე გამოაცხადებს.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები