მარტი 13, 2015 12:12

კომისიამ შპს „მაგთიკომის“ საჩივარი შპს „მობიტელის“ („ბილაინიი“) წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „მაგთიკომის“ საჩივარი შპს „მობიტელის“, იგივე „ბილაინის“ წინააღმდეგ არასათანადო რეკლამის განთავსების გამო სანქცირების თაობაზე არ დააკმაყოფილა.

შპს „მაგთიკომი“ მიიჩნევს, რომ შპს „მობიტელის“, იგივე „ბილაინის“ 4G მომსახურების სარეკლამო რგოლი არასათანადოა და აზიანებს კონკურენტ კომპანიას. „მაგთიკომი“ ითხოვდა, რომ კომისიას განეხილა აღნიშნული საკითხი და შესაბამისი რეაგირება მოეხდინა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე კომისიამ იმსჯელა შპს „მობიტელის“, იგივე „ბილაინის“ 4G მომსახურების სარეკლამო რგოლის თაობაზე, მოისმინა როგორც კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების და სამართლებრივი დეპარტამენტების, ასევე კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის დასკვნები და დაპირისპირებული მობილური ოპერატორების პოზიციები.

საკითხის არსებითი განხივლვის შემდეგ კომისიამ მიიჩნია, რომ შპს „მობიტელის“, იგივე „ბილაინის“ 4G მომსახურების სარეკლამო რგოლი  არ წარმოადგენს არასათანადო რეკლამას, თუმცა არასათანდო რეკლამის დამკვეთისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილება საქართველოს კანონმდებლობით კომისიას ისედაც არ გააჩნია, აქედან გამომდინარე არ დაკმაყოფილდა შპს „მაგთიკომის“ მოთხოვნა. 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები