იანვარი 15, 2016 12:02

კომისიამ შპს „მაგთიკომს“ კომპანიის მოთხოვნის საფუძველზე ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება გაუუქმა და რესურსით სარგებლობის ნებართვა სს „სილქნეტს“ მიანიჭა

14 იანვარს გამართულ სხდომაზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „მაგთიკომს“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება გაუუქმა და რესურსით სარგებლობის ნებართვა სს „სილქნეტს“ მიანიჭა.

კომისიას კომპანიებმა ქ. თბილისში საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად შპს „მაგთიკომის“ მფლობელობაში არსებული 10 000 სააბონენტო ნომრის  (244XXXX) გაუქმებასა და სს „სილქნეტის” სასარგებლოდ დათმობის თაობაზე ერთობლივი განცხადებით მიმართეს.

კომისიამ მარტივი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შეისწავლა შპს „მაგთიკომისა“ და სს  „სილქნეტის”  მიერ წარმოდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია, დაადგინა მათი შესაბამისობა ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან, რის საფუძველზეც კომპანიებს თანხმობა მისცა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები