წვდომის მენიუ

დეკემბერი 26, 2016 13:35

კომისიამ შპს „მედია ჰაუს დეკომის“ (რადიო „ცხელი შოკოლადის“ ) კუთვნილი №B110 ლიცენზიის შპს „რადიო ტიფლისისთვის“ გადაცემაზე წინასწარი თანხმობა გასცა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას 2016 წლის 7 დეკემბერს ერთობლივი განცხადებით მიმართეს შპს ”მედია ჰაუსი დეკომმა” და შპს „რადიო ტიფლისმა“ შპს ”მედია ჰაუს დეკომის” მფლობელობაში არსებული კერძო რადიო მაუწყებლობის    №B110 ლიცენზიის შპს „რადიო ტიფლისისთვის“  გადაცემის მიზნით, კომისიისგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.

შპს ”მედია ჰაუსი დეკომი” რადიო „ცხელი შოკოლადის“ ბრენდული სახელწოდებით FM ტალღათა დიაპაზონში 98.5 მგჰ სიხშირეზე  მაუწყებლობს.

კომისიის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა  შპს ”მედია ჰაუსი დეკომის” და შპს „რადიო ტიფლისის“ ერთობლივი განხცხადება, ასევე შპს ”რადიო ტიფლისს” დაევალა კერძო მაუწყებლობის №B110 ლიცენზიის საკუთრებაში მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ლიცენზიის საკუთრებაში მიღების შესახებ ინფორმაციის, შესაბამისი დოკუმენტაციის ასლებისა და შესაბამისობის დეკლარაციის კომისიისთვის მიწოდება.

გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები