წვდომის მენიუ

დეკემბერი 19, 2016 16:46

კომისიამ შპს „მეგა.ჯე“-ს მოთხოვნა დააკმაყოფილა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას წერილით  შპს „მეგა.ჯე“-მ მიმართა. კომპანიამ მისი კუთვნილი საოპერაციო აქტივის (სს “სილქნეტის“ საკუთრებაში არსებულ საკანალიზაციო არხებში განთავსებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები) შპს „ქეი ენდ ქეი თივი“-სა და შპს „გრინტვ“-ის მიერ  შეძენის შესახებ წინასწარი თანხმობა მოითხოვა.

აღნიშნული მოთხოვნა კომისიამ შეისწავლა და დაადგინა, რომ შპს „ქეი ენდ ქეი თივისა“ და შპს „გრინტვ“-ის მიერ  შპს „მეგა.ჯე“-ს კუთვნილი საოპერაციო აქტივის (საკანალიზაციო არხებში განთავსებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები) შეძენის შემდეგ, ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებული მდგომარეობა უცვლელი  დარჩება და რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე ვერ მოახდენს. შესაბამისად, კომისიამ შპს „მეგა.ჯე“-ს მოთხოვნა დააკმაყოფილა და კომპანიებს საოპერაციო აქტივის შეძენაზე წინასწარი თანხმობა მისცა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები