წვდომის მენიუ

დეკემბერი 19, 2016 16:38

კომისიამ შპს „მმ ნეთვორქსის“ წილის 100%-ის შპს „თრიალეთი-ნეტის“ მიერ შეძენასა და კომპანიების შერწყმის შესახებ წინასწარი თანხმობა გასცა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ერთობლივი წერილით  შპს „თრიალეთი-ნეტმა“ და შპს „მმ ნეთვორქსმა“ მიმართეს. კომპანიებმა შპს „მმ ნეთვორქსის“ წილის 100%-ის შპს „თრიალეთი-ნეტის“ მიერ შეძენასთან და, შემდგომ, შპს „თრიალეთი-ნეტის“ და შპს „მმ ნეთვორქსის“  შერწყმის განზრახვასთან დაკავშირებით, კომისიისაგან წინასწარი თანხმობა ითხოვეს.  

შპს „თრიალეთი-ნეტი“ და შპს „მმ ნეთვორქსის“  საქმიანობის ძირითად სახეს წარმოადგენს აბონენტების  ინტერნეტ მომსახურება WiFi ტექნოლოგიის გამოყენებით. შპს „თრიალეთი-ნეტი“ საქმიანობს გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში, ხოლო შპს „მმ ნეთვორქსი“ გორის მუნიციპალიტეტში. აღნიშნული წერილის საფუძველზე კომისიამ საქმის შესწავლა დაიწყო და დაადგინა, რომ შპს „მმ ნეთვორქსის“ წილის 100%-ის შპს „თრიალეთი-ნეტის“ მიერ შეძენა, ასევე შპს „თრიალეთი-ნეტის“ და შპს „მმ ნეთვორქსის“ შერწყმა ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე კომპანიებმა კომისიისგან წინასწარი თანხმობა მიიღეს.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები