ნოემბერი 20, 2015 18:23

კომისიამ შპს „ნეტ სითი“ წერილობით გააფრთხილა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „ნეტ სითი“ ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო წერილობით გააფრთხილა.

კომისიის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ შპს „ნეტ სითი“ არ ასრულებს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. კომპანიას  წარმოდგენილი არ აქვს სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები. კომისიის გადაწყვეტილებით შპს „ნეტ სითი“ წერილობით გაფრთხილდა და განესაზღვრა ათი სამუშაო დღის ვადა ინფორმაციის სრულყოფილად წარმოსადგენად.

კომისიის გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები