წვდომის მენიუ

მარტი 14, 2016 14:29

კომისიამ შპს “ნიუ ვიჟენს“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიანიჭა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „ნიუ ვიჟენს“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიანიჭა.

შპს „ნიუ ვიჟენმა“ ქ. თბილისში ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის, ასევე, ავტორიზებული საქმიანობისთვის 206 0XXX ინდექსზე  (1000 სააბონენტო ნომერი) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიიღო. ზემოაღნიშნულმა კომპანიამ, ასევე, მოიპოვა ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა შემდეგ ინდექსზე - 706 080 XXX (1000 სააბონენტო ნომერი) VOIP - ინტერნეტ პროტოკოლით ხმოვანი სატელეფონო კავშირით მომსახურების მიზნით.

შპს „ნიუ ვიჟენისთვის“ გაცემული ორივე რესურსით სარგებლობის ნებართვის გეოგრაფიული ზონა მოიცავს მთლიან საქართველოს ტერიტორიას, ნებართვები უვადოა და ექვემდებარება ყოველწლიურ განახლებას. 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები