სექტემბერი 21, 2015 17:36

კომისიამ შპს „ო ენდ ემ ჯგუფი“ წერილობით გააფრთხილა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „ო ენდ ემ ჯგუფი“ „ელექტრონული კომუნიკაციების სესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო წერილობით გააფრთხილა.

კომპანია ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებებზე ავტორიზებული პირია. 2015 წლის 25 ივნისის განცხადებით შპს „ო ენდ ემ ჯგუფმა“  ქ. თბილისში ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების უზრუნველსაყოფად 1 000 სააბონენტო ნომერით  სარგებლობის ნებართვა მოითხოვა, რასაც დაურთო ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, საიდანაც ირკვევოდა, რომ კომპანიამ კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე შეცვალა დამფუძნებელი. „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად კი აღნიშნული ცვლილების განხორციელება საჭიროებს კომისიის წინასწარ თანხმობას.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები