აპრილი 20, 2015 16:03

კომისიამ შპს „ორბიტა 2005“, შპს „დანი კომპიუტერსი“ და შპს „GOLDNET” წერილობით გააფრთხილა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 16 აპრილს გამართულ სხდომაზე შპს „ორბიტა 2005“, შპს „დანი კომპიუტერსი“ და შპს „GOLDNET” წერილობით გააფრთხილა.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ელქტრონული ფორმით შეავსონ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები, ასევე, კომისიაში წარმოადგინონ რეგულირების საფასურის გაანგარიშების შევსებული ფრომები და გადაიხადონ რეგულირების საფასური.

ვინაიდან, ზემოთხსენებული არც ერთი კომპანია არ ასრულებდა  კანონით მათზე დაკისრებულ ვალდებულებებს, კომისიამ მათ სანქციის სახით წერილობითი გაფრთხილება დააკისრა.

შპს „ორბიტა 2005“-ს, შპს „დანი კომპიუტერს“ და შპს „GOLDNET”-ს დარღვევების აღმოსაფხვრელად და დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოსადგენად 10 სამუშაო დღის ვადა განესაზღვრათ.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები