სექტემბერი 21, 2015 17:43

კომისიამ შპს ”რადიო არტს” მის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B52 ლიცენზიის შპს ”არტ რადიოსთვის” გადაცემაზე წინასწარი თანხმობა მისცა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს ”რადიო არტს” მის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B52 ლიცენზიის  შპს ”არტ რადიოსთვის” გადაცემაზე წინასწარი თანხმობა მისცა.

შპს „რადიო არტი“ №B52 ლიცენზიის  ფარგლებში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის უფლებას ფლობს ქ. თბილისში, ქ. გორში, ქ. ქუთაისში, ქ. ბათუმში, ქ. ზიგდიდში, ქ. თელავში, ქ. ლაგოდეხში, და ქ. ახალციხეში, ასევე, ქ. თბილისში სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობის უფლებას.

კომისიის გადაწყვეტილებით, შპს ”არტ რადიომ” კერძო მაუწყებლობის №B52 ლიცენზიის საკუთრებაში მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ლიცენზიის საკუთრებაში მიღების შესახებ ინფორმაცია, შესაბამისი დოკუმენტაციის ასლები და შესაბამისობის დეკლარაცია უნდა წარმოადგინოს. კერძო მაუწყებლობის №B52 ლიცენზიის შპს ”არტ რადიოსთვის” გადაცემის შემთხვევაში ზემოაღნიშნული ლიცენზიით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობები და ვალდებულებები უცვლელი სახით გადავა ლიცენზიის ახალ მფლობელზე.

გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები