წვდომის მენიუ

აპრილი 28, 2017 13:56

კომისიამ შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნა“ და შპს „ქართული რადიო“ („რადიო მაესტრო“) კომერციული რეკლამის განთავსების წესების დარღვევის გამო წერილობით გააფრთხილა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა  მიმდინარე წლის თებერვალსა და მარტში რიგი მაუწყებლების ბადეში განთავსებული პროგრამების სპონსორობის  და პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსების წესების დაცვის მონიტორინგი ჩაატარა.

მონიტორინგის შედეგად პროგრამების სპონსორობის  და პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსების წესების დარღვევის შემთხვევები რადიომაუწყებლებსაც დაუფიქსირდა, რის გამოც, კომისიამ შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნა“ და შპს „ქართული რადიო“ („რადიო მაესტრო“) კომერციული რეკლამის განთავსების წესების დარღვევის გამო წერილობით გააფრთხილა.

„მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონების თანახმად, პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისას, აკრძალულია პროდუქტის შეძენისაკენ პირდაპირი მოწოდება და პროდუქტისათვის გადაჭარბებული მნიშვნელობის მინიჭება, ასევე სასპონსორო ტიხრებში საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირ მოწოდება. კომისიამ მიიჩნია, რომ ხუთივე ტელეკომპანიამ დაარღვია პროგრამების სპონსორობის  და პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსების წესები.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები