წვდომის მენიუ

აგვისტო 08, 2017 11:00

კომისიამ შპს „რადიო კომპანია პირველი რადიო“ სალიცენზიო პირობების დარღვევი გამო წერილობით გააფრთხილა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „რადიო კომპანია პირველ რადიო“  კერძო მაუწყებლობის №B79 ლიცენზიის N3 დანართით განსაზღვრული სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო წერილობით გააფრთხილა.

კომისიის 2015 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით რადიომაუწყებელის №B79 ლიცენზიას მოქმედების ვადა მომდევნო ათი წლით, 2025 წლის 16 იანვრამდე გაუხანგრძლივდა. ლიცენზიის სარგებლობის საფასური 36 855 ლარის ოდენობით განისაზღვრა. აღნიშნული თანხა კომპანიას კომისიის მიერ განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სამი წლის ვადაში უნდა დაეფარა, თუმცა კომპანიას უფიქსირდება დავალიანება.

კომისიამ შპს „რადიო კომპანია პირველ რადიოს“  განუსაზღვრა ერთი თვის ვადა სალიცენზიო გადასახდელის დავალიანების - 2,047,50 ლარის  საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელად.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები