ოქტომბერი 23, 2015 15:38

კომისიამ შპს „რადიო უცნობი“ წერილობით გააფრთხილა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „რადიო უცნობი“ წერილობით გააფრთხილა.

შპს „რადიო უცნობს“  კომისიამ რეგულირების საფასურის გაანგარიშების, რეგულირების საფასურის და სალიცენზიო გადასახდელის დავალიანების, ასევე სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების წარმოუდგენლობის  გამო დააკისრა სანქცია. კომპანიას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესასრულებლად და ინფორმაციის წარმოსადგენად ათი სამუშაო დღის ვადა განესაზღვრა, ხოლო რეგულირების საფასურის და სალიცენზიო გადასახდელის დავალიანების დასაფარად ვადა 2015 წლის 31 დეკემბრამდე მიეცა.

გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია შეგიძლიათ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები