მაისი 29, 2013

კომისიამ შპს ”რადიო უცნობის” ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო

დღეს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს ”რადიო უცნობის” სამაუწყებლო ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.

საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, კომპანიის №B70 ლიცენზიით გათვალისწინებული სიხშირული რესურსი (98.0 მგჰც) შეიცვალა კენტი რიცხვით დაბოლოებული  სიხშირით (98.1 მგჰც). მოდიფიცირდა ასევე „რადიო უცნობის“ კუთვნილი ლიცენზიის სახე. საეთერო მაუწყებლობის ნაცვლად ლიცენზიის სახედ განისაზღვრა კერძო მაუწყებლობა. სალიცენზიო პირობების თანახმად, №B70 ლიცენზიის სახეობაა საერთო რადიომაუწყებლობა, გეოგრაფიული ზონა ქ. თბილისი, მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლოვობა კი დღე–ღამის განმავლობაში 24 საათი.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ, იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები