წვდომის მენიუ

ივლისი 18, 2016 15:38

კომისიამ შპს „რეი ლაითს“, შპს „ტვ XXI+“-ს, შპს „ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდს“, შპს „მიუზიკ ბოქს ჯორჯიას“, შპს „ტელეკომპანია ქუთაისს“, შპს ნევერლენდ თივი Neverland TV”-ს და ფიზიკურ პირებს სოფიო კუჭავას და ჰამლეტ გეგიას მაუწყებლობის ავტორიზაცია შეუჩერა

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „რეი ლაითის“, შპს „ტვ XXI+“-ის, შპს „ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდის“, შპს „მიუზიკ ბოქს ჯორჯიას“, შპს „ტელეკომპანია ქუთაისის“, შპს ნევერლენდ თივი Neverland TV”-ის და ფიზიკური პირების სოფიო კუჭავას და ჰამლეტ გეგიას მაუწყებლობის ავტორიზაციების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-11 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ავტორიზაცია საკუთარი ინიციატივით, თუ ავტორიზებული პირი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ერთობლივად:

 

ა) არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას;

ბ) არ წარუდგენს კომისიას რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს ან წარუდგენს ნულოვან გაანგარიშებას;

გ) არ იხდის რეგულირების საფასურს.  

კომისიის მიერ დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული პირები არ ახორციელებენ ავტორიზებულ საქმიანობას. შესაბამისად, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება მათი მაუწყებლობის ავტორიზაციების შეჩერების თაობაზე. 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები