წვდომის მენიუ

ივნისი 01, 2016 11:57

კომისიამ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევის გამო წერილობით გააფრთხილა, ხოლო შპს „TECHNOMAX LLP”-ს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზაცია დენადი ხასიათი დარღვევის გამო შეუჩერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“  საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევის გამო წერილობით გააფრთხილა, ხოლო შპს „TECHNOMAX  LLP”-ს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზაცია დენადი ხასიათი დარღვევის გამო შეუჩერა.

შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციმ“, და  შპს „TECHNOMAX LLP”-მ, რომლებიც ერთად მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებას სთავაზობენ მომხმარებელს, ვერ წარმოადგინეს მომხმარებლისთვის შეთავაზებული რიგი სამაუწყებლო არხების მართლზომიერი გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

მაუწყებლობის ტრაზიტის მომსახურებაზე ავტორიზაციის შეჩერებამდე შპს „TECHNOMAX LLP“ კომისიამ არაერთხელ დააჯარიმა. თავდაპირველად კომპანიას შესაბიმისი ლიცენზიისა და ავტორიზაციის გარეშე ელექტრონულ-საკომუნიკაციო მომსახურების გაწევის გამო საქართველოს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 1441 მუხლით გათვალისწინებული  ჯარიმა დაეკისრა 5 ათასი ლარის ოდენობით. მოგვიანებით კომპანიამ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებაზე გაიარა ავტორიზაცია, თუმცა კომპანიას საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევის გამო საქნცია კიდევ ორჯერ დაეკისრა, რადგან შპს „TECHNOMAX LLP“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიის საავტორო და მომიჯნავე უფლებების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ აღმოჩნდა საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი. აღნიშნული კომპანიის მიერ საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით კომისიაში მოქმედი ოპერატორების, შესაბამისი სამაუწყებლო არხების რეტრანსლირების პირველადი უფლების მფლობელი კომპანიების და უცხოური არხების დილერი კომპანიების საჩივრებიც არის წარმოდგენილი (სს“სილქნეტი“, შპს „კავკასუს ონლაინი“, „საქართველოს საკაბელო ქსელების კავშირი“, ასევე “EuroNews”, “National Geographic”, “Fox” და „Discavery“ და სხვა).

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები