წვდომის მენიუ

მარტი 07, 2016 13:29

კომისიამ შპს „საქართველოს მედია ქსელის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირება განახორციელა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას შპს „საქართველოს მედია ქსელმა“ სამაუწყებლო ხანგრძლივობის შემცირებისა და თემატიკის დაზუსტების მიზნით, სამაუწყებლო ავტორიზაციის მოდიფიცირების მოთხოვნით მიმართა.

კომისიამ ზემოაღნიშნულ კომპანიას, რომელიც სპეციალიზებულ მაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირს წარმოადგენს, მოთხოვნა დაუკმაყოფილა და მას ახალი სამაუწყებლო ფორმატის სახით მაუწყებლობის ხანგრძლივობად დღე-ღამის განმავლობაში 12 საათი, ხოლო მაუწყებლობის ქვესახეობად - სპეციალიზებული მაუწყებლობა (ზოგადი გასართობი /მხატვრული ფილმები/საბავშვო თემატიკის გადაცემები) განუსაზღვრა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები