წვდომის მენიუ

აგვისტო 18, 2017 14:53

კომისიამ შპს „სტერეო+“-ს და შპს „დი+“-ს ლიცენზიის გადაცემაზე თანხმობა მისცა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დააკმაყოფილა შპს „სტერეო+“-ის და შპს „დი+“-ის ერთობლივი განცხადება ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად შპს „სტერეო+“-ის კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUXD ლიცენზიის შპს „დი+“-ზე გადაპირებასთან დაკავშირებით.

კომისიაში წარმოდგენილი განცხადების თანახმად, შპს „სტერეო+“-ს განზრახული აქვს კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს „დი+“-ზე გადაცემა საწესდებო კაპიტალში შენატანის განხორციელებით, ვინაიდან იგი წარმოადგენს შპს „დი+“-ის 100%-იანი წილის მფლობელს.

შპს „სტერეო+“ კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილებით   ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUXD ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

  • ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის საშუალებით ფასიანი კრიპტო-კოდირებული სატელევიზიო მომსახურების (მაუწყებლობის ტრანზიტის) მიწოდება;
  •  ლიცენზიის მოქმედების ვადაა 2015 წლის 17 ივნისიდან -  2025 წლის 17 ივნისამდე;
  •  გავრცელების არეალი საქართველოს მთელი ტერიტორია;
  • ლიცენზიის მფლობელი  უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ ისეთი სამაუწყებლო არხების მაუწყებლობის ტრანზიტი, რომლებიც წარმოადგენენ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სპეციალიზებულ სამაუწყებლო არხებს და ევროპული სტანდარტის/პრაქტიკის შესაბამისად საერთაშორისო ახალი ამბების გამავრცელებელ სამაუწყებლო არხებს [International News Channels], რომელთა დამფუძნებელი/ბენეფიციარი მესაკუთრე არ არის საქართველოს ან სხვა ქვეყნის სახელმწიფო, ადმინისტრაციული ორგანო, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე, ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი, პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი
  • და სხვა...

კომისიის გადაწყვეტილების თანახმად, №MUXD  სალიცენზიო პირობების დაცვის ვალდებულებები გადავიდა შპს „დი+“-ზე.

კომისიის გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები