წვდომის მენიუ

ივლისი 06, 2016 14:09

კომისიამ შპს „სტუდია მაესტროს“ წინააღმდეგ არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საჩივრი წარმოებაში მიიღო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას შპს „სტუდია მაესტროს“ წინააღმდეგ საჩივრით არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ მიმართა.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ მიმდინარე წლის 8 ივნისს წერილით მიმართა  ტელეკომპანია „მაესტროს“ სოციალური რეკლამის განთავსების თხოვნით. სარეკლამო რგოლი ადრეულ ასაკში ქორწინების პრობლემატიკასთან დაკავშირებით მოსახლეობის ინფორმირებას ისახავდა მიზნად.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუმთმოს 3 საათში ჯამში არანაკლებ 90 წამისა.

არასმთავრობო ორგანიზაციამ სოციალური რეკლამის განთავსებაზე ტემეკომპანია „მაესტროს“ უარი მიიღო.  

კომისიას აღნიშნული საკითხის შესწავლის მოთხოვნით „ახალგაზრდა აიურისტთა ასოციაციამ“  მიმართა. ორგანიზაცია ითხოვს ტელეკომპანიისთვის წერილობითი გაფრთხილების მიცემას, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით სოციალური რეკლამის განთავსების წესის განმარტებას და სოციალური რეკლამის ეTერში განთავსების დავალდებულებას.

საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომა, სადაც რეკლამის სტატუსთან დაკავშირებით კომისიის დასკვა გამოქვეყნდება, ასევე მოდავე მხარეებს და დაინეტრესებულ პირებს საკუთარი არგუმენტაციის წარმოდგენის შესაძლებლობა ექნება 2016 წლის 21 ივლისს 15:00 საათზე გაიმართება. კომისიის გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის სხდომის გამართვიდან ათი სამუსაო დღის ვადაში გახდება ცნობილი.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები