ნოემბერი 09, 2015 11:51

კომისიამ შპს „სუფსა ტექნოკომი“ 3000 ლარით დააჯარიმა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „სუფსა ტექნოკომი“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო და კომპანიას კანონით გათვალისწინებული მინიმალური 3000 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დააკისრა.

კომისიის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ შპს „სუფსა ტექნოკომი“ არ ასრულებს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, წარმოდგენილი არ აქვს სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები და რეგულირების საფასურის გაანგარიშებები. შესაბამისი დარღვევის გამო, კომპანიაზე უკვე იყო გაცემული წერილობითი გაფრთხილება და 10 დღის სამუშაო ვადა დარღვევების აღმოსაფრხველად. ვინაიდან კომპანიამ არ განახორციელა მასზე დაკისრებული შესაბამისი ქმედებები, იგივე დარღვევების გამო, კომისიამ მას კანონით გათვალისწინებული მინიმალური 3000 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დააკისრა.

გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია შეგიძლიათ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები