დეკემბერი 25, 2015 15:15

კომისიამ შპს „ტელეიმედს“ააიპ „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ სარეკლამო რგოლის გაშვება დაავალა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ააიპ „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ საჩივარი შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ განიხილა და ტელეკომპანიას ფონდის მიერ დამზადებული სოციალური რეკლამის გაშვება დაავალა.

ფონდი საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2014 წლის 9 ივნისის N1022 განკარგულებით არის შექმნილი, რომლის მიზანიც საზოგადოებრივ, კერძო სექტორისა და სახელმწიფოს მონაწილეობით ე.წ. ინოცავიური დაფინანსების მექანიზმების საშუალებით ალტერნატიული (არასაბიუჯეტი) რესურსების მობილიზაცია და საქართველოში მცხოვრები სოციალურად  დაუცველი ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისა და ოჯახების დახმარებაა. ფონდმა დახმარება უკვე 115 მდე პირს გაუწია.

საქართველოს მოქალაქეების ინფორმირების მიზნით, ფონდმა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მიმართა შპს „ტელეიმედს“  ფონდის საქმიანობის შესახებ დამზადებული ვიდეორგოლის სოციალური რეკლამის სტატუსით სამაუწყებლო ბადეში განთავსების თხოვნით. თუმცა, შპს „ტელეიმედმა“ სარეკლამო რგოლს სოციალური რეკლამის სტატუსი არ მიანიჭა და ეთერში უსასყიდლოდ არ განათავსა.  სწორედ, „ტელეიმედის“ ეს გადაწყვეტილება გახადა სადავო ააიპ „საქართველოს სოლიდარობის ფონდმა“.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მიიღო წარმოებაში ააიპ „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ საჩივარი შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ. საკითხის განხილვის შემდეგ კომისიამ მიიჩნია, რომ სარეკლამო რგოლი წარმოედგენს სოციალურ რეკლამას და ტელეკომპანია „იმედს“ აღნიშნული ვიდეო რგოლის გაშვება დაავალა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები