წვდომის მენიუ

ივნისი 08, 2017 13:53

კომისიამ შპს „ტელეკომპანია პიკს“ მაუწყებლობის ავტორიზაცია შეუჩერა

საქართველოს კომუნიკაიების ეროვნულმა კომისიამ შპს „ტელეკომპანია პიკს“ მაუწყებლობის ავტორიზაცია შეუჩერა.

 ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ავტორიზაცია საკუთარი ინიციატივით, თუ ავტორიზებული პირი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ერთობლივად:

ა) არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას;

ბ) არ წარუდგენს კომისიას რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს ან წარუდგენს ნულოვან გაანგარიშებას;

გ) არ იხდის რეგულირების საფასურს.

კომისიაში დაცული ინფორმაციის თანახმად, შპს „ტელეკომპანია პიკი“ არ მაუწყებლობს, ასევე 2015 წლის ივლისის თვის შემდგომ არ წარმოუდგენს რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებებს და შესაბამისად, რეგულირების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაციას, კომპანიას 2016 წლის ოქტომბრის თვიდან არ შეუვსია სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები.

საკითხის განხილვა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში წარიმართა. შპს „ტელეკომპანია პიკის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი მოწვეული იყო კომისიის სხდომებზე, თუმცა საჯარო განხილვას კომისიაში კომპანიის წარმომადგენელი არ დასწრებია. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, შპს „ტელეკომპანია პიკი“ უფლებამოსილია მაუწყებლობის ავტორიზაციის აღდგენა პრაქტიკული საქმიანობის განახლების შემთხვევაში ხელახლა მოითხოვოს.

კომისიის გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები