ნოემბერი 09, 2015 11:51

კომისიამ შპს „TV3“ წერილობით გააფრთხილა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „TV3“ წერილობით გააფრთხილა.

კომისიამ შპს „TV3“-ის რეგულირების საფასურის გაანგარიშების წარმოუდგენლობის და რეგულირების საფასურის გადაუხდელობის გამო სანქცია დააკისრა. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესასრულებლად და ინფორმაციის კომისიაში წარმოსადგენად კომპანიას ათი სამუშაო დღის ვადა განესაზღვრა.

გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია შეგიძლიათ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები