წვდომის მენიუ

მაისი 06, 2016 12:54

კომისიამ შპს „YOURNET“ წერილობით გააფრთხილა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „YOURNET“ წერილობით გააფრთხილა.

2016 წლის 21 მარტს კომისიაში შპს „YOURNET“-ის წერილი შემოვიდა, რომლიტაც კომპანია კომისიას სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში ცვლილებების განხორციელების თაობაზე ატყობინებდა. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის  შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირის/ პირების შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს წინასწარ.

კომპანიამ კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე გაასხვისა წილი და კანონით განსაზღვრულ ვადაში არ აცნობა კომისიას აღნიშნული ტრანზაქციის შესახებ. აღნიშნული დარღვევის გამო კომპანია წერილობით გაფრთხილდა.

გადაწყვეტილების ვრცელის ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები