წვდომის მენიუ

მაისი 06, 2016 12:56

კომისიამ შპს“კვირა ტვ“-ს ტელემაუწყებლობაზე ავტორიზება განახორციელა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შპს“კვირა ტვ“ მაუწყებლად დაარეგისტრირა.

კომპანია კერძო საერთო  ტელემაუწყებლობის დაწყებას ინტერნეტ ტექნოლოგიის გამოყენებით -2016 წლის 30 მაისიდან, ხოლო სხვა ტექნოლოგიების გამოყენებით - 2016 წლის 30 ივნისიდან  გეგმავს. „კვირა ტვ“-ს ტელემაუწყებლობა ქართულ ენაზე მომხმარებლისთვის უფასოდ დღეში მინიმუმ 6 საათის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი.

კომისიის გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია, გთხოვთ, იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები