აპრილი 20, 2012

კომისიამ „სილქნეტს“ წერილობითი სანქცია გამოუცხადა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კომპანია „სილქნეტს“ წერილობითი სანქცია, გაფრთხილება გამოუცხადა.

კომისია მიიჩნევს, რომ კომპანია „სილქნეტს“ საკუთარ მობილურ ქსელში ჩართულ აბონენტენბთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში ცალკეული პირობები არ შეესაბამება ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის და ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტის მოთხოვნებს, რადგან აბონენტებს ხელშეკრულებების გაფორმებისას არ მიეწოდებოდათ მომსახურების მიწოდების არსებითი პირობები, როგორიცაა მომსახურების ტარიფები, მომსახურების შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობები და სხვა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე „სილქნეტს“ საკუთარ აბონენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა დაავალდებულა. ასევე, კომპანიას დაეკისრა სანქცია, წერილობითი გაფრთხილება.

გადაწყვეტილების სრული, ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები