წვდომის მენიუ

მაისი 13, 2016 15:07

კომისიამ სომხეთის დელეგაციას ციფრულ მიწისზედა ტელემაუწყებლობაზე გადასვლის გამოცდილება გაუზირია

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში სომხეთის საკანონმდებლო ორგანოს და მთავრობის, ასევე სომხეთის ადგილობრივი და ეროვნული მაუწყებლების წარმომადგენლების დელეგაციასთან  საქართველოში ანალოგური მიწისზედა ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა ტელემაუწყებლობაზე მიგრაციის გამოცდილების გაზირების მიზნით  შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მეზობელი ქვეყნის წარმომადგენლებისთვის ციფრულ მიწისზედა ტელემაუწყებლობაზე გადასვლის პროცესზე პრეზენტაცია წარმოადგინა. შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს საქართველოს მთავრობის დადგენილება - „ანალოგური მიწისზედა ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა ტელემაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგია“. მნიშვნელოვანი დრო დაეთმო ციფრული ტელემაუწყებლობის საკანონმდებლო ბაზაზე საუბარს, ასევე კერძო და სახელმწიფო მულტიპლექსპლათფორმების ფორმირების პროცესს და ნორმატიულ სისტემას, საქართველოს მთავრობის მიერ სოციალურად დაუცველი ოჯახების სუბსიდირების თემას და სახლმწიფო რეფორმის შედეგად ქვეყანაში მედიაპლურალიზმის ხელშეწყობის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომლითაც ტელემაუწყებლობა რთული ლიცენზირების პროცესიდან, გამარტივებულ ავტორიზაციის რეჟიმზე გადავიდა.

სომხეთის დელეგაციას საქართველოში „საქართველოს რეგიონულ მაუწყებლეთა ასოციაცია“ მასპინძლობს.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები