იანვარი 18, 2016 15:50

კომისიამ „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციები“ დაამტკიცა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნლმა კომისიამ „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციები“ დაამტკიცა.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 76-ე მუხლის 33-ე პუნქტის თანახმად, კომისიას 2016 წლის 16 იანვრამდე უნდა დაედგინა სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციები,  ევროპარლამენტისა და საბჭოს 2010 წლის 10 მარტის 2010/13/EU დირექტივის (აუდიოვიზუალური მედიის მომსახურებების დირექტივა) შესაბამისად და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით. კომისიამ დოკუმენტზე მუშაობის პროცესში  გაითვალისწინა საერთასორის პრაქტიკა და დიდი ბრიტანეთის (OFCOM) და ირლანდიის (COMREG) მარეგულირებელი ორგანოების ნორმატიულ ბაზას დაეყრდნო.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ შესახებ  დებულება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დამტკიცდა. დოკუმენტის განხილვის პროცესში ჩრთული იყო ყველა დაინტერესებული მხარე, მაუწყებლები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

მაუწყებელთა მოთხოვნის გათვალისწინებით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ შესახებ  დებულება ძალაში 2016 წლის 1 აპრილიდან შედის. დებულების ამოქმედებამდე კომისია მზადაა განაგრძოს საჯარო კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ პირთან.

„სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ შესახებ დებულება, გთხოვთ იხილოთ თანდართულ დოკუმენტში.

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები