დეკემბერი 04, 2015 13:49

კომისიამ „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო წესების“ დებულების მიღების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნლმა კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 76-ე მუხლის 33-ე პუნქტის შესაბამისად „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო წესების“ დამტკიცების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

საკითხის განხილვის ზეპირი მოსმენის სხდომა კომისიაში 2015 წლის 31 დეკემბერს 15 საათზე გაიმართება. მაუწყებლებისთვის „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო წესების“ პროექტი საჯარო განხილვისთვის გამოქვეყნებულია კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge). ყველა დაინტერესებულ პირს, მაუწყებლებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს ექნებათ საკუთარი პოზიციების დაფიქსირების საშუალება, კომისია საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომის გამართვამდე საჯარო განხილვის ორგანიზებასაც გეგმავს, რის თაობაზეც დამატებით ინფორმაცია გამოქვეყნდება.

„სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო წესების“ პროექტი იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები