წვდომის მენიუ

დეკემბერი 19, 2016 16:45

კომისიამ სს „აი თი დი სის" წილის 51%-ის შპს „დიჯითალ ედსის“ მიერ შეძენაზე წინასწარი თანხმობა გასცა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას წერილით  სს „აი თი დი სიმ"  მიმართა და პარტნიორების - ფიზიკური პირის მამუკა მონავარდისაშვილის წილის 19,4%-ის, ფიზიკური პირის გიორგი გარსევანიშვილის  წილის 19,4%-ის და ფიზიკური პირის გურამ ხუნდაძის 12,2%-იანი წილის შპს „დიჯითალ ედსის“  მიერ შეძენაზე წინასწარი თანხმობა მოითხოვა. ერთი მხრივ  სს “აი თი დი სი“ და მასთან აფილირებული ავტორიზებული პირები და მეორე მხრივ შპს „დიჯითალ ედსი“  და მასთან აფილირებული ავტორიზებული პირები ელექტრონული კომუნიკაციების  ბაზრის სხვადასხვა სეგმენტებზე საქმიანობენ. შესაბამისად,   შპს „დიჯითალ ედსი“ მიერ   სს “აი თი დი სი“ წილის 51 პროცენტის შეძენა ელექტრონული კომუნიკაციების  ბაზრის რომელიმე სეგმენტზე გავლენას ვერ იქონიებს. აღნიშნულიდან გამომდინარე ბაზრის იმ სეგმენტებზე,  სადაც მხარეები საქმიანობენ კონკურენტული გარემო  უცვლელი დარჩება. კომისიამ შპს „აი თი დი სის“ წილის  51%-ის შპს „დიჯითალ ედსის“ მიერ  შეძენაზე წინასწარი თანხმობა გასცა.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები