ივნისი 26, 2015 15:25

კომისიამ სს ,,ჯი ენ ენ”-ი წერილობით გააფრთხილა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი სს „ჯი ენ ენ“-ი შესაბამისი ნებართვისა და ლიცენზიის გარეშე გარკვეული სამაუწყებლო არხების გადაცემის გამო გააფრთხილა.

სს „ჯი ენ ენ“-ს გარდა გაფრთხილებისა, დაევალა შემდეგი არხების არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა: „ტვ 11”, „ტვ 3“, „ობიექტივი“, „პალიტრა ტვ“, „ტაბულა“, „ტელეარხი 25“, „GDS“, “TVS”, “დრო”, „МИР“, „THT“, „Украина“, „CTC”, „Eurosport“, „Eurosport 2“, „Eurosport News“, „STV“, „Феникс кино”, „მარაო“, “MTV”,  „Пятница“,  “Explorer”, “TV 8”,  “ახალი საქართველო”, “პულსი”, “Перец”, „არტარეა“, „NN-NewsNetwork“.

გადაწყვეტილების ვრცელის ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები