აგვისტო 07, 2015 16:01

კომისიამ სს „სამეგრელოს სამაუწყებლო ტელევიზია“ წერილობით გააფრთხილა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სს „სამეგრელოს სამაუწყებლო ტელევიზია“  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო წერილობით გააფრთხილა.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მაუწყებლობაზე ავტორიზებული პირი, მაუწყებლობის დაწყებამდე ათი დღით ადრე ვალდებულია კომისიას წარმოუდგინოს ტელერადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასევე, ყოველკვირეულად გამოქვეყნოს და კომისიას წარმოუდგინოს სამაუწყებლო ბადით გათვალისწინებული პროგრამების განრიგი.

სს „სამეგრელოს სამაუწყებლო ტელევიზიას“ კანონით განსაზღვრული ზემოთხსენებული ვალდებულებები არ შეუსრულებია, რის გამოც დაეკისრა სანქცია - წერილობითი გაფრთხილება, ასევე კომპანიას დაევალა  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები