წვდომის მენიუ

მარტი 22, 2016 16:42

კომისიამ სს „სილქნეტის“ განცხადება შპს „ახტელის“ წინააღმდეგ წარმოებაში მიიღო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სს „სილქნეტის“ განცხადება  შპს „ახტელის“ წინააღმდეგ წარმოებაში მიიღო.
სს „სილქნეტი“ შპს „ახტელის“ ელექტრონულ საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების უზრუნველყოფის პროცესში წარმოქმნილ დაბრკოლებას ხდის სადაოდ.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირებს შორის წარმოქმნილ დავებს კომისია განიხილავს.
საკითხის არსებითი განხილვის სხდომა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2016 წლის 31 მარტს 15:00 საათზე ჩაინიშნა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები