აგვისტო 08, 2012

კომისიამ სს სილქნეტის წინააღმდეგ შპს სტუდია მაესტროს განცხადება განიხილა

დღეს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, შპს „სტუდია მაესტროს“ და სს „სილქნეტის“ დავის განხილვის თაობაზე სხდომა გაიმართა.

ტელეკომპანია მაესტრო კომპანია სილქნეტს „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობაში ადანაშაულებდა და კომისიას რეაგირებას სთხოვდა.  6 აგვისტოს მაესტრომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით  კომისიას განცხადებით მიმართა.

განცხადების განსახილველად კომისიას 48  საათი ჰქონდა განსაზღვრული. სხდომაზე ორივე მხარე იყო წარმოდგენილი და მათ საშუალება ჰქონდათ საკუთარი არგუმენტები წარმოედგინათ.

კენჭის ყრის შედეგად, კომისიამ მიიღო გადაწვეტილება, რის მიხედვითაც ის არ აკმაყოფილებს შპს „სტუდია მაესტროს“ სარჩელს სილქნეტის წინააღმდეგ.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები