სექტემბერი 21, 2015 17:45

კომისიამ სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისთვის” ნუმერაციის რესურსი (ევრონომერი) – 116006 მინიჭებისთვის საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისთვის” ნუმერაციის რესურსი (ევრონომერი) – 116006 მინიჭებისთვის საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი” ნუმერაციის რესურსით (ევრონომერი) – 116006 ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ოჯახში ძალადობის მსხვეპლთა დასაცავად ცხელი ხაზის ორგანიზებას გეგმავს, აღნიშნულ ნომერზე დარეკვა საქართველოს მაშტაბით ყველა ქსელიდან იქნება შესაძლებელი.

საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2015 წლის 20 ოქტომბერს 15:00 საათზე გაიმართება. გადაწყვეტილებას კომისია ზეპირი მოსმენის სხდომის გამართვიდან ათი სამუშაო დღის ვადაში მიიღებს. 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები